fbpx
საზოგადოება

60 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ისინი ერთად გარდაიცვალნენ

ისინი ერთმანეთს მოზარდობის ასაკში შეხვდნენ და ქორწინების 60 წელი ერთად გალიეს, შემდეგ კი, რამდენიმე საათის განსხვავებით, ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალნენ.

კვიპროსელმა წყვილმა, 82 წლის ლუკის აგელიდისმა და მისმა მეუღლემ, ევგენიამ, თითქმის მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს და თითქოს, სიკვდილიც ერთად გადაწყვიტეს.

გუშინ დილით 82 წლის მამაკაცი ფილტვის შეშუპების ფონზე გარდაიცვალა, ხოლო ევგენიამ მისი დაკრძალვის ცერემონიის მზადება დაიწყო. თუმცა, იმავე დღეს, 77 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა და ქმრის სიკვდილიდან რამდენიმე საათში, ისიც გარდაიცვალა.

ცოლ-ქმარი გუშინ ლარკანაში ერთად დაკრძალეს. მათ ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი ჰყავდათ.

onalem

ტესტ