fbpx
საბერძნეთი

ხვალიდან! მკაცრი შემოწმებები საჯარო ტრანსპორტში – რა განაცხადა კოსტას კარამანლისმა?!

საბერძნეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, კოსტას კარამანლისმა ხვალიდან მოსალოდნელ ცვლილებებზე ტელეკომპანია Mega-სთან ისაუბრა.

ნიკოს ევანგელატოსთან მან განმარტა, რომ საჯარო ტრანსპორტში ხვალიდან კონტროლი განსაკუთრებულად გახშირდება.

როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილი კორონავირუსთან დაკავშირებით საგრძობლად მოდუნდა, ისინი არ ემორჩილებიან კანონს და უსაფრთხოების წესებს. აქედან გამომდინარე არ ატარებენ ნიღბებს მგზავრობისას.

სწორედ ამიტომ კარამანლისის თქმით, ხვალიდან პირბადეების შემოწმება ქნება მკაცრი.

როგორც უკვე ცნობილია, ნიღბის გამოუყენებლობის შემთხვევაში 150 ევროიანი ჯარიმაა განსაზღვრული.

ნიღბის ტარება აუცილებელია, ვინაიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში უმეტეს შემთხვევებში ფიზიკურად შეუძლებელია დისტანციის დაცვა, რაც საფრთხეებს ზრდის.

“ჩვენ ვერ გვეყოლება თითო პოლიციელი თითოეულ ავტობუსში. მთავრობა ჯარიმების დაწესებას კიარა, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ამაღლებას ცდილობს. ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ განსაკუთრებით ინტენსიურ კონტროლს ტრანსპორტში,” აცხადებს მინისტრი.

onalem

ტესტ