fbpx
საბერძნეთი

მგზავრებს შორის ინფიცირებულების გამოვლენის მიუხედავად კატარიდან ათენში კიდევ ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდა

მიუხედავად იმისა, რომ გუშინ კატარიდან, კერძოდ, დოჰადან ათენში ჩამოფრენილი მგზავრებიდან რამდენიმეს კორონავირუსი დაუდგინეს, დღეს ამავე ქვეყნიდან კიდევ ერთი რეისი ჩამოფრინდა. რით ხსნის ამ ფაქტს სამოქალაქო დაცვის სამინისტრო იმის ფონზე, რომ საბერძნეთმა ამ ქვეყანასთან ფრენები ოფიციალურად შეაჩერა.

სამინისტროს განმარტებით, ეს იყო ტრანზიტული რეისი, რომლის საშუალებითაც ბერძნები კატარსა და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში სამუშაოდ მიდიოდნენ, ხოლო როდესაც გამოცხადდა, რომ კატარსა და საბერძნეთს შორის ფრენები 15 ივნისამდე აიკრძალა, თვითმფრინავი ჰაერში იყო. შესაბამისად, ეკიპაჟს უფლება მიეცა ხომალდი ათენის საერთაშორისო აეროპორტში დაესვა.

აქვე იქნა განმარტებული, რომ დაცული იქნება მკაცრი პროტოკოლი. მგზავრები, რომელთაც ვირუსი აეროპორტშივე დაუდგინდებათ, გადავლენ 14 დღიან კარანტინში, ხოლო ვისაც არ დაუდგინდება, 7 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

 

onalem

ტესტ