fbpx
საბერძნეთი

კორონავირუსის მუტაცირებულმა შტამმა საბერძნეთში შემოაღწია – გამოვლინდა პირველი ოთხი შემთხვევა

ტელეკომპანია ANT-ის ინფორმაციით, საბერძნეთში კორონავირუსის მუტაცირებულმა შტამმა შემოაღწია და ქვეყანაში პირველი ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.

საუბარია ახალ შტამზე, რომელიც პირველად დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა და ხასიათდება მეტი გადამდებიანობით, ანუ ვრცელდება ბევრად სწრაფად.

მუტაცირებული კორონავირუსით ინფიცირების ეს შემთხვევები ოფიციალურად არის დადასტურებული ბიოტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მიერ.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, აღნიშნული შტამით ინფიცირებულები არიან ბრიტანეთიდან საბერძნეთში დაბრუნებული მგზავრები და მათი ასაკია 30 წლამდე.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ტელეკომპანია ERT-ის ცნობით, ახალი შტამით ინფიცირებულთა რიცხვი სულ 6-ია და არის 4 ბრიტანეთიდან, ხოლო 2 ტაილანდიდან შემოსული მგზავრი. ყველა მათგანი სასტუმროში, იზოლაციაშია მოთავსებული.

როგორც ჩანს, საბერძნეთის მთავრობას ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება ამ ფაქტმაც მიაღებინა.

 

onalem

ტესტ