fbpx
საბერძნეთი

ამინდი უარესდება – სეტყვა, თოვლი და ძლიერი ქარი საბერძნეთში

4 იანვრიდან საბერძნეთში ამინდი საგრძნობლად უარესდება. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი თავდაპირველად დასავლეთით, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში, შემდეგ კი ფენომენი მთელ ქვეყანაზე გავრცელდება.

ცუდი ამინდი იქნება ატიკის რეგიონშიც, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა და ქარი, კონკრეტულად ათენში იწვიმებს შუადღეს:

ეგეოსის ზღვაზე იქროლებს სამხრეთის ქარი, რომლის ძალაც 8 ბალსაც კი მიაღწევს დღისით, ხოლო ღამით 9 ბალს, თუმცა, ეს იქნება დროებითი და მალევე შესუსტდება.

დღეს შუადღეს მოსალოდნელია თოვლი ჩრდილო-დასავლეთით მთიან რეგიონებში, ხოლო შუადღიდან ღამემდე ითოვებს თრაკიში.

ამინდი ეტაპობრივად ხვალიდან გაუმჯობესდება, ტემპერატურა საგრძობლად არ დაიკლებს და იქნება გაცილებით მაღალი, ვიდრე ეს სეზონისთვის არის დამახასიათებელი.

ძლიერი ქარი ხვალიდან შესუსტდება და მისი ძალა არ აღემატება 6-7 ბალს.

onalem

ტესტ