fbpx
საბერძნეთი

კირიაკოს მიცოტაკიმ ტრიკალა და კარდიცა ვერტმფრენით დაათვალიერა – ის დაზარალებულებს ესაუბრება

საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი დღეს კარდიცას საფეხბურთო მოედანს ეწვია, სადაც წყალდიდობით დაზარალებულები არიან გადაყვანილი და მათ გაესაუბრა. ეს ადამიანები ბოლო 24 საათია ნამდვილ ჯოჯოხეთში ცხოვრობენ და ყველაფრის დაკარგვის გამო სასოწარკვეთას ვერ მალავენ.

ქვეყნის პრემიერმა კარდიცა და ტრიკალა სპეციალური ვერტმფრენით დაათვალიერა, მოსახლეობის გარდა, გაესაუბრა მაშველებსა და მოხალისეებსაც, რომლებიც ადგილზე თავდაუზოგავად მუშაობენ. მიცოტაკისთვის დიდი სიმაღლიდან დაფიქსირებული კადრების მიხედვით ცხადი გახდა, თუ რამხელა კატასტროფასა და ზარალთან მოუწევს გამკლავება მთავრობასა და მოსახლეობას.

როგორც ირკვევა, მომდევნო საათებში პრემიერი ლარისაში გადაინაცვლებს, სადაც სპეციალური შეხვედრა გაიმართება, სამაშველო ოპერაციების საკითხების განსახილველად.

onalem

ტესტ