fbpx
საბერძნეთი

70 ადამიანი გუშინდელი დღის შემდეგ გარესამყაროს მოწყვეტილია, წყალმა წაიღო ხიდები, გზები – ტრიკალაში ვითარება უმძიმესია

მიუხედავად იმისა, რომ აქტიურად მიმდინარეობს საბერძნეთში წყალდიდობით დაზარალებულთა ევაკუაცია, არის სოფლები, რომლებამდე მიღწევაც ფიზიკურად შეუძლებელია. ადიდებულმა მდინარეებმა წალეკა ხიდები, გზები, ტრიკალაში, კონკრეტულად სოფელ კრანიაში 70 ადამინია მომწყვდეული, წყლისა და საჭმლის გარეშე.

როგორც ირკვევა, ამ სოფელში მისასვლელი არანაირი გზა არ არსებობს და სრულებით მოწყვეტილები არიან გარსამყაროს. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ სახლები ნახევრად წყალსა და ტალახშია ჩაფლული, რთული წარმოსადგენია, თუ როგორ უძლებენ იქ მყოფი ადამიანები მსგავს პირობებს.

სამწუხაროდ, სულ რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოსში კიდევ ერთი მამაკაცი იპოვეს წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილი, მისი ასაკი 69 წელია.

onalem

ტესტ