fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში უქმდება Click Away, მოქმედებაში შედის Click Inside – როგორ მოხდება ვაჭრობა?

მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის მთავრობა ვაჭრობის ახალი მეთოდის ამოქმედებაზე მუშაობს. როგორც უკვე ცნობილია დღეიდან არ მუშაობს მაღაზიებში მეთოდი Click Away და ირკვევა, რომ 11 იანვრის შემდეგ, როდესაც ისინი კვლავ გაიხსნება, დიდი ალბათობით ამოქმედდება Click Inside.

რას ნიშნავს ეს?!

ეს მეთოდი გულისხმობს, რომ კონკრეტულ დროს დანიშნავთ ვიზიტს მაღაზიაში, თუმცა, პროდუქტის შერჩევა და შეძენა ადგილზე შეგეძლებათ, ანუ მაღაზიის შიგნით შესვლა იქნება დასაშვები. გამომდინარე იქიდან, რომ მომხმარებელთა რაოდენობა მაქსიმალურად იქნება გაკონტროლებული, არ შეიქმნება ხალხით გადატვირთულობა და დაცული იქნება უსაფრთხოება. ცხადია, პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო რჩება.

ამრიგად, მათ, ვისაც უკვე შეკვეთილი აქვს ესა თუ ის პროდუქტი, მაღაზიიდან თავად დაუკავშირდებიან და შესთავაზებენ ალტერნატიულ გზას პროდუქტის გადასაცემად.

მიმდინარე კვირაში ზუსტად გახდება ცნობილი, თუ როგორ ვივაჭრებთ 11 იანვრის შემდეგ საბერძნეთში.

 

onalem

ტესტ