fbpx
საბერძნეთი

პატისიონი: 2 წლის ბავშვი თავისი ეტლით შუა ქუჩაში უპატრონოდ მიატოვეს

გავრცელებული ინფორმაციით, პატისიონის გამზირზე, არქეოლოგიური მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2 წლის ბავშვი მიტოვებული იპოვეს.

ირკვევა, რომ მცირეწლოვანი თავის ეტლში იყო მოთავსებული და სწორედ ამ მდგომარეობაში შენიშნა მუზეუმის დაცვის თანამშრომელმა. მას საბანი საგულდაგულოდ ჰქონდა შემოხვეული, რომ არ შესცივნოდა. გარშემო არავინ იყო, ვინც შეიძლებოდა, რომ მის პატრონად მიეჩნიათ, აქედან გამომდინარე მამაკაცმა პოლიცია გამოიძახა.

ოფიცრების ადგილზე მისვლის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა დაადასტურეს, რომ სრულიად ჯანმრთელია.

პოლიცია ამ დროისთვის მის მშობლებს ეძებს.

 

onalem

ტესტ