fbpx
საზოგადოება

ნიკოს სტარველაკი სუნთქვის მწვავე უკმარისობით საავადმყოფოში – ჟურნალისტმა მე-3 დოზა 18 ნოემბერს გაიკეთა

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ჟურნალისტი და ახალი ამბების წამყვანი, ნიკოს სტარველაკი, სუნთქვის უკმარისობით საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე გამოკვლევის შედეგად სტარველაკის კორონავირუსი დაუდგინდა.

ირკვევა, რომ ჟურნალისტს ბოლო ორი დღის მანძილზე ძლიერი ხველა აწუხებდა და საავადმყოფოს მიმართა. გამომდინარე მისი მდგომარეობის სიმძიმისა, ექიმებმა დაუყოვნებლივი გამოკვლევა და ჰოსპიტალიზაცია მოითხოვეს.

აღსანიშნავია, რომ სტარველაკიმ pfizer-ის მესამე დოზა 18 ნოემბერს მიიღო, ხოლო 20 ნოემბერს გრიპის სიმპტომების გამო ჩაიტარა თვით-ტესტირება, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო. ასევე უარყოფითი უჩვენა მის მიერ ჩატარებულმა მეორე ტესტმა, ხოლო შემდეგ სწრაფმა, Rapid ტესტმა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ დიდი ალბათობით ეს სიმპტომები ვაქცინის გვერდითი მოვლენები იყო, თუმცა, როდესაც 22 ნოემბერს მოლეკულური, PCR ტესტი ჩაიტარა, კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა.

 

onalem

ტესტ