fbpx
საბერძნეთი

დღესაც ძლიერი სიცხე საბერძნეთში – რა გველის შაბათ-კვირას?!

საბერძნეთში ძლიერი სიცხის ფენომენი ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, დღესაც საკმაოდ ცხელი დღე გველის.

საინტერესოა, თუ რამდენი გრადუსი დაფიქსირდა გუშინ ამა თუ იმ ტერიტორიებზე და როგორი ამინდია მოსალოდნელი უქმეებზე.

როგორც ირკვევა, ყველაზე ძლიერი სიცხე სპარტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა და თერმომეტრმა 39 გრადუსი აჩვენა, შემდეგ მოდის გავალუ, კრანიდი, არგოსი და ა.შ.

რაც შეეხება, შაბათ-კვირას, ჩანს, რომ ხვალ ათენში ჰაერი 36 გრადუსამდე გათბება და მინი-გვალვა შენარჩუნდება, თუმცა, რაც შეეხება ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილს, მოსალოდნელია პერიოდული წვიმები. კვირას კი 35 გრადუსი დაფიქსირდება, თუმცა, მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.

onalem

ტესტ