fbpx
კრიმინალი

გამოძიებამ სრული კრახი განიცადა: ყველა ეჭვმიტანილს მტკიცე ალიბი აღმოაჩნდა

საბერძნეთის პოლიციამ მჟავით თავდასხმის საქმის გამოძიების ამ ეტაპზე კრახი განიცადა. ეჭვმიტანილი ქალებიდან თითოეულს ისეთი ალიბი აღმოაჩნდა, რომელთა საფუძველზეც ოფიცრები მათ ხელს ვერ დაადებენ. ირკვევა, რომ ხუთი ეჭვმიტანილი ქალიდან ყველა სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა და დანაშაულის ადგილას ვერცერთი ვერ იქნებოდა, ამიტომ ახლა პოლიცია სხვა ვერსიას განიხილავს.

ირკვევა, რომ ვერც იოანამ შეძლო იმ ვიდეომასალიდან რაიმეს ამოცნობა, რომელიც პოლიციამ აჩვენა. 34 წლის პაპასპირუ აცხადებს, რომ ეჭვმიტანილებიდან არცერთი ქალი არ იყო ის, ვინც მან დაინახა თავდასხმისას. სურათი კი, რომელიც მას ახსოვს, არც ისე ნათელია, ვინაიდან ქალს ნიღაბი ეკეთა.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ქალი, რომელმაც დანაშაული უშუალოდ ჩაიდინა, არ არის მთავარი ფიგურა საქმეში. ის შესაძლოა იყოს დაქირავებული იმისთვის, რომ ვერასოდეს მოხდეს რეალური სამიზნის ამოცნობა. ანუ დამნაშავემ შეიქმნა მტკიცე ალიბი და საქმის შესასრულებლად სხვა გააგზავნა.

გამომძიებლები იმასაც ფიქრობენ, რომ თავდამსხმელი ქალი შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე იყოს და ასეთ საქმეებში კარგად “დახელოვნებულია”.

საქმის დეტალურად შესწავლა და დაკითხვები გრძელდება, რის შედეგადაც პოლიცია იმედოვნებს, რომ რაიმე ხელჩასაჭიდს იპოვის.

დღეს იოანას, რომელსაც სახის 93% აქვს დამწვარი, ორმაგი ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს, ხოლო ოფიცრები მას, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდებიან, თუკი ექიმები ამის ნებას დართავენ.

onalem

ტესტ