fbpx
საბერძნეთი

15 ივნისს ზომების მოხსნის კიდევ ერთი ეტაპი საბერძნეთში – რა იხსნება?!

15 ივნისს საბერძნეთში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დგება. ზომების მოხსნის შემდეგი საფეხური და სხადასხვა დაწესებულებები იწყებს მუშაობას.

კერძოდ, რა ცვლილებებია მოსალოდნელი ქვეყანაში ივნისის მეორე ნახევრიდან?!

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საბერძნეთი საზღვრებს ხსნის 29 ევროპული ქვეყნისთვის და ტურისტების პირველ ნაკადს უმასპინძლებს.

ამ ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: გერმანია, ავსტრია, დანია, ნორვეგია, კვიპროსი, ისრაელი, შვეიცარია, იაპონია, მალტა, ბულგარეთი, ჩინეთი, ხორვატია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, ესტონია, ლატვია, ლიბანი, ლიეტუვა, უნგრეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და ფინეთი.

მეორეს მხრივ, იხსნება და მუშაობას იწყებს სავარჯიშო დარბაზები, რომელთაც ბევრი ადამიანი მოითმენლად ელოდება. ასევე, დასაშვები იქნება შიდა ბარის მუშაობა და ხალხის მომსახურება.

შიდა ტერიტორიაზე კლიენტების მიღების ნებართვა სასტუმროებს, ჩვეულებრივ კაფე-ბარებს და ტავერნებსაც ეძლევათ.

8 ივნისიდან გაიხსნება საცეკვაო დარბაზები-სტუდიები, სხვადასხვა გასართობი და ღამის კლუბები, ინტერნეტ-კაფეები, სპორტული კლუბები.

onalem

ტესტ