fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციის მიერ დაკავებულ ქართველ მამაკაცს 41 იმიგრანტის შემოყვანაში დიდი რაოდენობის ფული ჰქონდა აღებული

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს 40 წლის მოქალაქე დააკავა, რომელიც ქსანითის ტერიტორიაზე გააჩერეს და მის სატვირთო კონტეინერში 41 არალეგალი იმიგრანტი იპოვეს.

ისინი ქართველ მამაკაცს ქვეყანაში უკანონოდ შემოჰყავდა და მათ დამალვას ამ გზით ცდილობდა. როგორც პოლიცია იუწყება, მათგან 8 საავადმყოფოში სუნთქვის პრობლემებით გადაიყვანეს.

იმიგრანტების ასაკი 20-დან 30 წლამდეა.

პოლიცია იუწყება, რომ 40 წლის ქართველს არ ჰქონდა არც მართვის მოწმობა, რის გამოც ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდება.

ოფიცრები იუწყებიან, რომ რომ არა მათი დროული მოქმედება, შეიძლებოდა, რომ 41-ივე ადამიანი, რომელიც კონტეინერში უჰაერო მდგომარეობაში იყო მოთავსებული, დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე დაღუპულიყო.

დაუზუსტებელია, თუ კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა აიღო თითოეული იმიგრანტის საბერძნეთში შემოსაყვანად საქართველოს მოქალაქემ, მაგრამ პირველადი ცნობებით, მას საერთო ჯამში დიდი ფული გადაუხადეს, რათა ამ რისკზე წასულიყო.

onalem

ტესტ