fbpx
საბერძნეთი

ესთეტიკურ ცენტრში ბერძენ ქალს საბანკო ანგარიშიდან 150 ევროს ნაცვლად მთელი პენსია ჩამოაჭრეს

საბერძნეთში ესთეტიკური ცენტრების თაღლითურ ქმედებებს ბოლო არ უჩანთ. ბოლოს როგორც ირკვევა, მათი მსხვერპლი გახდა პენსიონერი ქალბატონი, რომელიც დაარწმუნეს, რომ კონკრეტული თერაპია ჩაეტარებინა, რომელიც 150 ევრო ღირდა.

საქმის მასალების მიხედვით, ქალმა ათენის ცენტში მდებარე ესთეტიკურ ცენტრთან გაიარა, სადაც მათი წარმომადგენელი იმყოფებოდა და მაშინვე შესთავაზეს, რომ გარკვეული თერაპია ჩაეტარებინა, რომელიც მისთვის სასურველ შედეგებს მოუტანდა. შეატყობინეს, რომ ამ მომსახურების საფასური 150 ევრო იქნებოდა და ისიც დათანხმდა.

როდესაც პროცესი დასრულდა და ბანკის ბარათით ისურვა გადახდა, მათ ეს იდეა განსაკუთრებით მოიწონეს და ჩამოაჭრეს 500 ევრო, როგორც თავად ამბობს, პენსიის სრული რაოდენობა, რაც კი ანგარიშზე ჰქონდა დარჩენილი.

“არ დამინახავს, რომ აპარატზე 500 ევრო მონიშნა, 150-ის ნაცვლად, რადგან მის მხარეს ჰქონდა შებრუნებული. როცა უკან მივედი და თანხა მოვითხოვე, მითხრეს, რომ ნელ-ნელა დამიბრუნებდნენ,” განაცხადა ქ-ნ ათინამ.

ვინაიდან ქალბატონს კუთვნილი თანხა უკან არ დაუბრუნეს, მან ესთეტიკური ცენტრის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

onalem

ტესტ