fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 6 დეკემბერს, 5.000 პოლიციელი ათენის ცენტრში – მოსალოდნელია დაპირისპირებები

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიცია ათენის ცენტრში საგანგებო რეჟიმში მუშაობისთვის ემზადება. გეგმა უკვე შემუშავებულია, ქუჩებში გამოვა 5.000 პოლიციელი და სიტუაციას მკაცრად გააკონტროლებს.

ხვალ, 6 დეკემბერს, 12 წელი სრულდება ალექსის გრიგოროპულოს მკვლელობიდან. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია აქციები და დაპირისპირებები.

იმისთვის, რომ დაძაბულობა თავიდან იქნას არიდებული, იმუშავებენ ვერტმფრენები და დრონები. განსაკუთრებით გაკონტროლდება პროპილეას, კლავთმონოს, პოლიტეხნიოს ტერიტორიები.

კარანტინის პირობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრება და აქციები, შესაბამისად, ოფიცრები შეამოწმებენ ცენტრიდან და ცენტრის მიმართულებით მოძრავ ხალხს.

ათენის ცენტრში ხვალ იმუშავებენ პოლიციის ყველა დანაყოფის ოფიცრები: MAT, ΔΙ.ΑΣ, ΔΡΑΣΗ, ΟΠΚΕ.

 

onalem

ტესტ