fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენმა მოხუცებმა ემიგრაციაში ნაგროვები 100.000 ევრო ბერძნულ საავადმყოფოს გადასცეს

მას შემდეგ, რაც ქ-ნ ათინა პაპახრისტუმ მესოლონგის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სრულად აღჭურვილი, თანამედროვე მანქანა გადასცა, კიდევ ერთი წარმოუდგენლად კეთილშობილი ქმედების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც ამჯერად ქალაქ დიდიმოტიხოში მცხოვრებმა პენსიონერებმა განახორციელეს.

როგორც ირკვევა, ქალბატონმა სოტირიამ და ბატონმა პანაიოტიმ გერმანიაში, ემიგრაციაში უამრავი წელი გაატარეს, ერთად კი, 60 წელია ცხოვრობენ. წლების შრომის შედეგად დააგროვეს საკმაო დანაზოგი და ვინაიდან ქ-ნ სოტირიას ყოველთვის უნდოდა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქალაქის საავადმყოფოს დახმარებოდნენ, გადაწყვიტეს, რომ 100.000€ გადაეცათ მათთვის.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ უამრავი საჭირო ნივთი, ტექნიკა და მანქანა შეიძინა, რომლითაც შშმ პირები გადაჰყავთ.

ისინი უღრმეს მადლობას უხდიან მოხუც წყვილს იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც ქალაქის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში შეიტანეს.

onalem

ტესტ