fbpx
საბერძნეთი

გერმანიის სუპერმარკეტში პროდუქტები გაცილებით იაფია, ვიდრე საბერძნეთში, ხელფასი კი ორჯერ მეტი

Dnews-მა მოამზადა საინტერესო სტატია და შეადარა ერთმანეთს პროდუქტების ფასები გერმანიასა და საბერძნეთში. ცხადია, ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება და ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, გერმანიაში შედარებით უფრო მაღალი უნდა იყოს ფასები, თუმცა, ცდებით!

გერმანიის სუპერმარკეტებში ძირითად პროდუქციაზე ფასები გაცილებით დაბალია, ვიდრე საბერძნეთში. თანაც საუბარია საკმაოდ დიდ განსხვავებაზე და არა მხოლოდ რამდენიმე ცენტზე. ეს მაშინ, როცა გერმანიაში ხელფასები ორჯერ მეტია, ვიდრე საბერძნეთში.

ასეთი ფაქტები ცხაყოფს, რომ საქმე გვაქვს სპეკულაციებთან და საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით ფასების არალოგიკურ ზრდასთან. მთავრობა ამბობს, რომ მიმდინარეობს კონტროლი და წესდება ჯარიმები, მაგრამ მოსახლეობა შეღავათს ნაკლებად გრძნობს.

მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი:

შოკოლადის პრალინა გერმანიაში კგ-ზე 7,32 ევრო, ხოლო საბერძნეთში 9,97 ევრო.
ყველი ფეტა გერმანიაში კგ-ზე 14,95 ევრო, ხოლო საბერძნეთში 16,45 ევრო.
თხევადი საპონი გერმანიაში ლიტრზე 5,17 ევრო, ხოლო საბერძნეთში 8,9 ევრო.
ასეთი, სამწუხაროდ, კიდევ ბევრია…

onalem

ტესტ