fbpx
კრიმინალისაზოგადოება

კაცი, რომელსაც აგელიკი ნოკოლულის გადაცემა ეძებდა, კუნძულზე საქურდლად იყო წასული

37 წლის მამაკაცის ოჯახმა და მეგობრებმა პოლიციას მისი გაუჩინარების შესახებ რამდენიმე ხნის წინ შეატყობინეს და შემდეგ, მისი ძებნა ცნობილი ბერძენი ჟურნალისტის, აგელიკი ნიკოლულის გადაცემის ჯგუფმაც დაიწყო. ამ დრომდე მისი კვალიც კი არსად ჩანდა, ახლა კი, სრულიად მოულოდნელი ინფორმაცია ვრცელდება.

პოლიციამ დაადგინა, რომ 37 წლის ბერძენი მამაკაცი, რომელიც გაუჩინარებულად ჩათვალეს, კუნძულ სიროსზე “სამუშაოდ” წავიდა, მისი საქმიანობა კი ქურდობით შემოიფარგლებოდა.

მან გასულ კვირას ოთხი ბიზნეს დაწესებულება გაძარცვა. მიზანში ძირითადად მცირე ზომის მაღაზიები ჰქონდა ამოღებული, საიდანაც დიდ თანხას ვერ იპარავდა.

სულ ბოლოს მან სახლიდან სეიფის წაღება მოახერხა, რომელიც, მისდა სამწუხაროდ, ცარიელი აღმოჩნდა, იქ თანხა არ იყო, თუმცა, ძვირადღირებული მობილური ტელეფონი იდო. სწორედ აქედან გავიდა პოლიცია მის კვალზე და საბოლოოდ, გაუჩინარებული მამაკაცი აგელიკი ნოკოლულიმ ციხეში იპოვა.

onalem

ტესტ