fbpx
კრიმინალისაზოგადოება

დაკავებულია ბერძენი მამაკაცი, რომელიც სანტორინზე ვირებს სასტიკად ექცეოდა

საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კუნძულზე ვირებთან დაკავშირებული თემა დიდი ხანია აქტუალური გახდა, რადგან ცხოველებს, მძიმე მუშაობის პარალელურად, შეუსაბამო პირობებში აცხოვრებენ. სწორედ აღნიშნული ბრალდებით საბერძნეთის პოლიციამ 49 წლის მამაკაცი დააპატიმრა.

საჩივარი მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებმა ხალხმა შეიტანა, რის შედეგადაც მამაკაცს პოლიციამ მიაკითხა. ადგილზე იპოვეს ვირები და ცხენები, სულ 7 ცხოველი, რომლებიც სრულიად უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებული და მძიმე მდგომარეობა აღენიშნებოდათ, რაც კანონდარღვევაა.

49 წლის მამაკაცი მაშინვე დააპატიმრეს, შვიდივე ცხოველი კი ჩამოართვეს. მათ ბედს სასამართლო გადაწყვეტს, თავად კი ნაქსოსის პროკურატურაში გადაიყვანეს, სადაც ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის ბრალდებით გაასამართლებენ.

onalem

ტესტ