fbpx
კრიმინალი

დაკავებების ცუნამი 12 წლის გოგონას საქმეზე: 33 წლის მამაკაცი ამბობს, რომ ბავშვი 17 წლის ეგონა

ბერძნული მედიის ინფორმაციით, 12 წლის გოგონას საქმეზე კიდევ ერთი, 33 წლის მამაკაცი დააკავეს. ის აგია ვარვარაზე ცხოვრობს და როგორც პოლიციას განუცხადა, გოგონამ უთხრა, რომ 17 წლის იყო და დაიჯერა, მეორეს მხრივ კი, ასაკისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.

მამაკაცი ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობს, მას მიმოწერა ჰქონდა აპლიკაციის, Blindchat-ის საშუალებით, საიდანაც ვიზიტი დანიშნა არასრულწლოვანთან შესახვედრად. პოლიცია სწორედ ამ გზით გავიდა მის კვალზე და არსებული ინფორმაციით, ის თავად ბავშვმაც ამოიცნო.

გამოძიების მიხედვით, საქმესთან დაკავშირებით მოსალოდნელია სხვა პირების დაკავებაც.

onalem

ტესტ