fbpx
კატეგორიის გარეშე

კრეტაზე ორი შვილის დედას ეძებენ – ოპერაცია დრონებით, მყვინთავებითა და მოხალისეებით

კრეტაზე გაუარესებულმა ამინდმა დრამატული ვითარება შექმნა – გარდაცვლილია 50 წლის კონსტანტინოს ვერგასი, მთელ კრეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ირაკლიოში, აგია პელაგიას სანაპიროსთან მისი მანქანა არხში ჩავარდა, რასაც სამწუხაროდ, მამაკაცი შეეწირა.

ამ დროისთვის გაუჩინარებულია კიდევ ერთი ქალი, 50 წლის, რომელიც ორი შვილის დედაა და მანქანაში ვერგასთან ერთად იჯდა. როგორც ჩანს, როდესაც ქალი მიხვდა, რომ მანქანაში მოემწყვდეოდნენ, იქიდან გადმოვიდა და სწორედ ამის შემდეგ გაქრა მისი კვალი.

ქალის ძებნის ოპერაცია მიმდინარეობს დრონებით, მოხალისეებისა და მყვინთავების დახმარებით.

onalem

ტესტ