fbpx
პოზიტივისაზოგადოება

“ბავშვებზე რაც არ უნდა გითხრან, ვერ გაიგებ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოსცდი” – პანოს იოანიდის

ცნობილმა შეფმა, პანოს იოანიდიმ, კულინარიულ კუნკურსში ჟიურის წევრის პოზიციაზე დაბრუნებამდე, გადაცემა The Dot.-ში ისაუბრა და ცხადია, შეეხო საკუთარი შვილის დაბადების თემასაც, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება.

“ბავშვი შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში და წლევანდელი შვებულება სულ სხვანაირი იყო. ოჯახთან ერთად ავირჩიეთ, რომ პილიოში წავსულიყავით, არაჩვეულებრივი ადგილია, ოჯახური და ლამაზი.

ბავშვებზე რაც უნდა გითხრან, თუ საკუთარ თავზე არ გამოსცდი, ვერ გაიგებ. აბსოლუტურად სხვა სამყაროა. ჩვენ იმ წყვილთა შორის ვართ, რომელთაც ბავშვი უფრო აახლოვებს ერთმანეთთან. არსებობს საოცარი სიყვარული, რომელიც არ შეგიძლია ახსნა. უბრალოდ გიყვარს. ეს ურთიერთობას ეხმარება, საოცარი გამოცდილებაა.”

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოახერხა იოანიდიმ ამ ამბის საიდუმლოდ შენახვა დიდი ხნის მანძილზე, ამბობს, რომ დიდი მცდელობა არ ჰქონია დაემალა, უბრალოდ, მხოლოდ ოჯახის წევრებს უთხრა.

onalem

ტესტ