fbpx
კატეგორიის გარეშე

სულ მალე საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტში ქაღალდის ბილეთები აღარ გაიყიდება – ნახეთ დეტალები

საბერძნეთის ტრანსპორტის სამინისტრო საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქაღალდის ბილეთებს აუქმებს. აღნიშნული გადაწყვეტილებით საბერძნეთი მიჰყვება პარიზისა და სხვა ევროპული ქალაქების მაგალითს.

ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე სამინისტრო ცდილობს, რომ მგზავრთა მომსახურება ბევრად უფრო სწრაფი და კომფორტული გახადოს. შესაბამისად, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბანკებთან, რომ მოსახლეობამ ნებისმიერი სახის ტრანსპორტში მგზავრობის საფასური საბანკო ბარათებიდან პირდაპირ გადაიხადოს და საჭირო აღარ იყო ცალკეული ბილეთის შეძენა.

მსგავსი გადაწყვეტილება პარიზშიც რამდენიმე დღის წინ მიიღეს, სადაც მგზავრებს ელექტრონული ბილეთები აქვთ და მათი შემოწმება ანდროიდ სმარტფონებშია შესაძლებელი, რაც შეეხება ეიფლის ტელეფონებს, იგივე სისტემა 2023 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი.

საბერძნეთში ცვლილებების ამოქმედების შესახებ დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქციები მას შემდეგ გავრცელდება, რაც სისტემა მზად იქნება გამოსაყენებლად.

აღსანიშნავია, რომ ემიგრანტთა იმ ნაწილს, რომელიც არ ფლობს საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრების დოკუმენტებს და შესაბამისად, არ შეუძლია ბანკის ანგარიშის გახსნა, ჩვეულებრივად შეეძლება, რომ ბილეთი შეიძინოს საქართველოს ბანკის ანგარიშით, რაც ხდება დისტანციურად და ხელმისაწვდომია ელექტრონული ფორმით, როგორც აპლიკაცია.

ვისაც გსურთ აპლიკაციის ჩამოტვირთვა, გთხოვთ გადადით აღნიშნულ ბმულზე:

https://bankofgeorgia.ge/en/retail/digital-bank/mobile-bank

ნახეთ ვიდეო, ინსტრუქციებით:

onalem

ტესტ