fbpx
კატეგორიის გარეშე

როგორ გააგზავნოთ ფული საქართველოში 0% საკომისიოთი და სახლიდან გაუსვლელად

ჩვენ უკვე  ვუყვებოდით ჩვენ მკითხველებს KoronaPay-ს სერვისზე, რომელიც მობილური აპლიკაციის მეშვეობით იძლევა ფულადი გზავნილების გაგზავნის საშუალებას ევროპიდან საქართველოში, სწრაფად, უსაფრთხოდ და საკომისიოს გარეშე.

დღეს ჩვენ გაგაცნობთ დამატებით ინფორმაციას როგორც თვითონ სერვისზე, ასევე, თუ როგორ ვისარგებლოთ აღნიშნული აპლიკაციით.

რა არის KoronaPay?

KoronaPay არის ფულადი გზავნილების სისტემისზოლოტაია კორონასევროპული ბრენდი. სისტემა ბაზარზე მუშაობს 2003 წლიდან და ამჟამად წარმოდგენილია მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. 2020 წელს სისტემის ბრუნვამ შეადგინა დაახლოებით 11 მილიარდი ევრო, დღეღამეში სისტემაში ხდება 100 000-ზე მეტი ტრანზაქცია.

ზოლოტაია კორონაძალიან კარგადაა ცნობილი საქართველოში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ის მრავალი წლის მანძილზე იკავებს მოწინავე პოზიციებს ფულადი გზავნილების სისტემებს შორის (იხ. ფაილი   ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით). ეს იმით აიხსნება, რომ სისტემა თანამშრომლობს საქართველოს წამყვან ბანკებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, რის წყალობით ქვეყანაში მოქმედებსზოლოტაია კორონას“ 1145 მომსახურების პუნქტი.

2018 წელს Koronapay Europe Limited იქნა დარეგისტრირებული კვიპროსის  ცენტრალური ბანკის მიერ, 2020 წელს კი Koronapay გავიდა ონლაინგაგზავნების ევროპულ ბაზარზე. სერვისი გახდა ხელმისაწვდომი 31 ქვეყანაშიმთელ ევროკავშირში, და აგრეთვე დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, ისლანდიასა და ლიხტენშტაინში. დღეს Koronapay-ს აპლიკაციით სარგებლობს 9 მილიონზე მეტი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში.

სერვისის პოპულარობის საიდუმლოება მის ხარისხშია: გაგზავნის საკომისიო – 0%, კონვერტაციის კურსიბაზარზე საუკეთესო.
ტრანზაქციების ონლაინ განხორციელების და ფულის მიღების შესაძლებლობა სმარტფონის მეშვეობით რამდენიმე წუთის განმავლობაში.


ვაგზავნით
ფულს KoronaPayდან

ფულადი გზავნილის მთელი პროცესი თავმოყრილია თქვენს სმარტფონში. ფულადი გზავნილის გასაგზავნად, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ბერძნული მობილური ტელეფონის ნომერი (+30), იტალიური მობილური ტელეფონის ნომერი (+39) ან სხვა ევროპული ნომრით და აგრეთვე თქვენი საბანკო ბარათი ან საბანკო ანგარიშის ნომერი.

შემდეგ პროცესი ასეთია:

  1.  ჩამოვტვირთავთ უფასო აპლიკაციას KoronaPay (https://koronapay.com/m/gr2) .
  2. შევდივართ აპლიკაციაში, ვაყენებთ ინტერფეისის ენასქართულს და მივუთითებთ ტელეფონის ჩვენს ტელეფონის ნომერს. ამ ნომერზე მოვა ვერიფიკაციის ერთჯერადი პაროლი  .
  3. ვირჩევთ მიმღების ქვეყანასსაქართველოს
  4. მივუთითებთ გზავნილის ოდენობას და ვალუტას. სისტემა გამოთვლის მისაღებ თანხას და მიუთითებს, რომ საკომისიო 0%-ია.
  5. ვასრულებთ გზავნილის პროცესს.
    შეგვყავს მიმღების და გამგზავნის მონაცემები, და აგრეთვე ჩვენი ბანკის ბარათის რეკვიზიტები, რომლიდანაც ჩამოიწერება ფული გზავნილისთვის

Koronapay-ის აპლიკაციით ფულის გაგზავნა შეიძლება ნებისმიერი ევროპული ბანკის სადებიტო და საკრედიტო ბარათებიდან, როგორიცაა VISA, Mastercard და Maestro. ასევე შესაძლებელია პირდაპირ საბანკო ანგარიშიდან.

  1. გადახდის დადასტურების შემდეგ აპლიკაციის ბოლო ეკრანზე გამოისახება გზავნილის უნიკალური ნომერი, რომელიც იქნება საჭირო, რათა მიმღებმა გაანაღდოს თქვენს მიერ გაგზავნილი თანხა.

გამგზავნის მონაცემების შეყვანა იქნება საჭირო მხოლოდ ერთხელ. შემდეგ ეს მონაცემები შეინახება თქვენ პროფილში და შემდგომში ჩაისმება ავტომატურად. ეს ეხება აგრეთვე ინფორმაციას მიმღებზეგანმეორებითი გაგზავნის დროს თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ადრესატი და ხელახლა არ შეიყვანოთ მისი მონაცემები.

თქვენი ადრესატი საქართველოში შეძლებს გზავნილის მიღებას ევროში ან აშშ დოლარში. მას აგრეთვე შეუძლია აირჩიოს მიღების ხერხინაღდი ფულით ან თავის საბანკო ბარათზე

ამის გაკეთება შეიძლება აგრეთვე KoronaPay-ს აპლიკაციაში მიღებისას. ამისათვის მიმღებს დასჭირდება მხოლოდ თავისი ბარათის რეკვიზიტების მითითება.

აპლიკაციის შექმნისას KoronaPay- გუნდი იყენებს საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკებს მობილური დიზაინის სფეროში. ამიტომ კარნახის გარეშეც მისი გამოყენება მოხერხებული და იოლიაყველაფერი ინტუიტიურად გასაგებიასცადეთ!

მომსახურებას უზრუნველყოფს Koronapay Europe Limited, ლიცენზია EMI №115.1.3.30, გაცემული კვიპროსის ცენტრალური ბანკის მიერ, კომპანიის სარეგისტრაციო ნომერი НЕ375955. დეტალები საიტზე koronapay.com