fbpx
კრიმინალი

ხალკიდიკი: დაკავებულია 36 წლის უცხოელი, რომელსაც ხანძრის გაჩენის განზრახვა ჰქონდა

ბერძნული მედიის ცნობით, საბერძნეთის პოლიციამ ხალკიდიკიში, კერძოდ, ნეოხორის ტყეში, 36 წლის უცხოელი მამაკაცი დააკავა. მას ჯიბეში ხუთი სანთებელა აღმოუჩინეს, მაშინ როცა, პარალელურად ამ ტერიტორიაზე ხანძარი იყო, რომელიც მოგვიანებით ჩააქვრეს.

36 წლის დაკავებული გერმანიის მოქალაქეა.

ცნობილია, რომ ის ხედავდა ხანძარს ამ ტერიტორიაზე და არაფერი მოიმოქმედა, არ შეატყობინა არც სახანძრო სამსახურს და არც პოლიციას, რათა შესაბამისი ზომები მაშინვე მიეღოთ.

გარდა ამისა, ამ ტერიტორიის მახლობლად ასევე დაფიქსირდა ორი მცირე ზომის ხანძარი, რომელიც გავრცელებამდე ჩააქვრეს.

onalem

ტესტ