fbpx
საბერძნეთი

“შენი დასასრული მოვიდა! ყველა ყველაფერს გაიგებს, შენი ცოლიც და შვილიც” – 12 წლის გოგონას დედისა და ილიას მიხოს მიმოწერა

ბერძნული მედიის საშუალებით გასაჯაროვდა მიმოწერა, რომელიც 53 წლის ილიას მიხოსა და 12 წლის გოგონას დედას შორის შედგა მას შემდეგ, რაც ბავშვის კოშმარული ამბის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც მესიჯებიდან ჩანს, 37 წლის ქალი უკიდურესად იყო გაბრაზებული, როდესაც მათმა ნათესავმა ბავშვის ტელეფონში იპოვა შეტყობინებები, რომლებსაც ბრალდებული უგზავნიდა.

როგორც ირკვევა, ქალი მიხოსგან განმარტებებს ითხოვდა და ემუქრებოდა, რომ ყველაფერს პოლიციაში იტყოდა და რომ მისი დასასრული იყო მოსული. თავის მხრივ, ბრალდებული ქალს დამშვიდებას და შეხვედრას სთხოვდა.

“შენ არ უგზავნიდი მესიჯებს?! ვინ უგზავნიდა ბავშვს ამ მესიჯებს?! ვიპოვი შენს ცოლს და შვილს და ყველაფერს გაიგებენ. გაფრთხილებ! ყველაფერი წაკითხული მაქვს, ვიცი, რას სწერდი. დაგმარხავ! შენი დასასრული მოვიდა! ჩემი ცხოვრება დასრულდა, მონსტრი და ანომალი ხარ. დასრულდა, მაქვს მტკიცებულებები და არ ვლაპარაკობ ჰაერზე” – ასეთია ბავშვის დედის მესიჯი 53 წლის მიხოს მიმართ.

თავის მხრივ, ილიას მიხო უარყოფდა ყველაფერს და მაქსიმალურად ცდილობდა, ქალის დარწმუნებას, რომ ახლოდან შეხვედროდა.

onalem

ტესტ