fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირა საბერძნეთში ძლიერი წვიმითა და ქარით – საგანგებო მდგომარეობა ზოგიერთ რეგიონში

როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებდნენ, საბერძნეთში წვიმიანი შაბათ-კვირა გვაქვს და უამინდობამ იონიის ზღვის კუნძულებზე უკვე გამოიწვია ზარალი.

არსებული ცნობებით, გარკვეული ზარალი ფიქსირდება კეფალონიასა და კერკირაზე, გზები მდინარეებად იქცა კრეტას ზოგიერთ ტერიტორიაზე, წარმოქმნილი იყო ჰიდროტურბინაც. სამწუხაროდ, ირაკლიოში გაუარესებული ამინდისგან შექმნილ ვითარებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, დღეს დიდი რაოდენობის ნალექია მოსალოდნელი თესალიაში, სტერეაში, პელოპონისოში, სამხრეთ ეგეოსსა და კრეტაზე. განსაკუთრებით ძლიერი იქნება ფენომენი ევიასა და კრეტაზე.

ატიკის რეგიონში მოსალოდნელია ღრუბლიანობა, წვიმა და ქარიშხალი ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში. ჰაერის ტემპერატურა 17-დან 20 გრადუსამდე იმერყევებს.

რაც შეეხება თესალონიკს, ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანობა, შუადღიდან პერიოდული წვიმა და ჰაერი 21 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ