fbpx
კრიმინალი

ათენი: საქართველოს მოქალაქემ კატო პატისიაზე დამკრძალავი ბიუროს გაქურდვა სცადა

აღნიშნული შემთხვევის შესახებ ბერძნული მედია საშუალებები იუწყებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ათენში, კერძოდ, კატო პატისიაზე, საქართველოს მოქალაქემ დამკრძალავი ბიუროს გაქურდვა სცადა.

როგორც პოლიცია იუწყება, მძარცველი ბიუროს მფლობელმა შენიშნა და შემდეგ გამვლელებმაც დაინახეს, რომელთაც ხელიდან ვერ დაუსხლტა.

გაქცევის მცდელობისას მან ხელი ძლიერად ჰკრა 85 წლის მამაკაცს, რომელიც დაეცა და “ერითრო სტავროს” საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, სადაც ამ დრომდე რჩება.

საქართველოს მოქალაქე პოლიციამ დააკავა.

 

წყარო: https://www.protothema.gr/greece/article/925756/georgianos-epiheirise-na-listepsei-grafeio-teleton-sta-kato-patisia-kai-traumatise-85hrono/

https://www.iefimerida.gr/ellada/patisia-georgianos-epiheirise-na-listepsei-grafeio-teleton

https://www.alphafreepress.gr/2019/09/17/ellada/listeia-se-grafeio-teleton-georgianos-prokalese-tromo-sta-patisia-traymatise-ilikiomeno/

onalem

ტესტ