fbpx
კრიმინალი

ვინ არის ცნობილი ექიმი, რომელიც ხალანდრში ალბანელმა ქალმა მძიმედ დაჭრა?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ხალანდრის ტერიტორიაზე დაჭრილი მამაკაცი ცნობილი ოფთალმოლოგი, გიორგოს ნეოსია.

უკვე დაკავებულია ალბანელი ქალი, რომელმაც ცნობილ ექიმს იარაღით უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მათ საერთო შვილი, 13 წლის გოგონა ჰყავთ, თუმცა, ქორწინებაში არასოდეს ყოფილან. დაჭრილს სხვა მეუღლე ჰყავს და სწორედ მასთან ერთად ზრდიდა ქალიშვილს, რომელზეც სრული მეურვეობა აქვს, ბიოლოგიურ დედას კი, შვილის ნახვის უფლებას არ აძლევდა.

გიორგოს ნეოსს ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა გადარჩენისთვის იბრძვის.

ყველაზე ტრაგიკული კი ის არის, რომ სროლას შეესწრო 13 წლის გოგონაც, რომელიც მამას სახლში აჰყავდა.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ალბანელი ქალი ექიმის მეუღლესაც გაუსწორდა ფიზიკურად წარსულში და მუდმივად აწუხებდა მათ.

პოლიცია ამჟამად ცდილობს დაადგინოს, ვინ მისცა თავდამსხმელს იარაღი და ჰყავდა თუ არა თანამზრახველები.

 

onalem

ტესტ