fbpx
კრიმინალი

ხალანდრი: ალბანელმა ქალმა თავისი შვილის მამას ესროლა, რომელიც მისი ნახვის უფლებას არ აძლევდა

შოკისმომგვრელი შემთხვევა ათენში, კერძოდ, ხალანდრში მოხდა. დაკავებულია ალბანელი ქალი, კლონდიანა ცელო, რომელმაც თავისი შვილის მამას მუცლის არეში ესროლა. მსხვერპლი უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს და სიკვდილს ებრძვის.

მამაკაცი ბერძენი ოფთალმოლოგია, რომელსაც სხვა მეუღლე ჰყავს, თუმცა, წარსულში ალბანელ ქალთან პარალელური ურთიერთობა ჰქონდა და მათ გოგონა გაუჩნდათ, რომელიც ახლა 13 წლის არის. ექიმს ბავშვზე მეურვეობაც ჰქონდა მიღებული და მას მეუღლესთან ერთად ზრდიდა, რომელიც ინგლისელია.

მეზობლები ამბობენ, რომ ალბანელი ქალი მამაკაცს მუდმივად აწუხებდა, სავარაუდოდ, შვილის გამო, რომლის ნახვის უფლებასაც არ აძლევდა. ეს ყველაფერი, მათივე თქმით, ქალის უცნაური და არაადეკვატური ხასიათის გამო ხდებოდა და ექიმს არ უნდოდა, რომ თავის გოგონას დედასთან კავშირი ჰქონოდა. სწორედ ამის საფუძველზე მიიღო მან მეურვეობაც.

დღეს, როდესაც მამაკაცი სახლიდან გამოვიდა, რომ სკოლიდან მომავალ მოზარდს დახვედროდა, კლონდიანა მას გარეთ ელოდებოდა, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი, საკუთარი შვილის მამას მუცელში ესროლა და უმძიმესი ჭრილობა მიაყენა.

onalem

ტესტ