fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: გარდაიცვალა 49 წლის მამაკაცი, რომელიც სრულად ვაქცინირებული და სრულიად ჯანმრთელი იყო

ტელეკომპანია ΣΚΑI-ს ინფორმაციით, კრეტაზე, ირაკლიოს საავადმყოფოში გამთენიისას 49 წლის მამაკაცი კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. ის სრულად იყო ვაქცინირებული და არც ჯანმრთელობის პრობლემებს უჩიოდა.

ამავე წყაროს ცნობით, ორი შვილის მამა რეანიმაციაში იყო მოთავსებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავს ნორმალურად გრძნობდა და კონტაქტურიც იყო. ექიმები იმასაც აცხადებდნენ, რომ უახლოეს დღეებში საავადმყოფოდან გაწერდნენ, მაგრამ ყველაფერი სრულიად საპირისპიროდ განვითარდა.

ორი შვილის მამის მდგომარეობა, რომელიც ორივე დოზით იყო აცრილი, უმოკლეს დროში დამძიმდა და მისმა ორგანიზმმა ვირუსთან გამკლავება ვერ შეძლო.

როგორც რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი მედიასთან აცხადებს, ასეთი შემთხვევები უიშვიათესია, მაგრამ მაინც ხდება:

“სრულად აცრილი ადამიანები ფიქრობენ, რომ დაცულები არიან და აღარ იღებენ უსაფრთხოების ზომებს. არიან ხალხმრავლობაში და არ ცდილობენ თავის დაცვას. აქვთ ილუზია, რომ არ ემუქრებათ არანაირი საფრთხე. მსგავსი შემთხვევები იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება. კორონავირუსის გავრცელების ასეთი მასშტაბებით და ვაქცინირებულთა დაბალი პროცენტით, ეს ვირუსი მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს,” აცხადებს ანესტის კიულპალის.

onalem

ტესტ