fbpx
საბერძნეთი

რა ვადები ექნება ვაქცინაციის სერთიფიკატს? დებატები ცვლილებებთან დაკავშირებით

ევროპაში პანდემიის მეოთხე ტალღის გავრცელების პარალელურად სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტთა საბჭოებს შორის დაიწყო დებატები, ვაქცინაციის სერთიფიკატებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ვაქცინის მესამე დოზასთან, რომლის მიღებასაც პროფესორები და ექიმები აუცილებლობად თვლიან, თუ მეორე დოზის მიღებიდან გასულია 6 თვე.

როგორც ევროპის კომისია აცხადებს, მოქმედების მაქსიმალური ვადა ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული, რადგან ეს ყველაფერი მეცნიერულ დასკვნებზეა დამოკიდებული და უნდა მოხდეს მდგომარეობის შეფასება ეტაპობრივად.

მიუხედავად ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ ვაქცინაციის სერთიფიკატი შესაძლოა მომავალში გამოყენებადი არ იყოს, ვიდრე ადამიანი მე-3 დოზასაც არ მიიღებს. ოფიციალურ გადაწყვეტილებებამდე კი, ჯერ კიდევ ადრეა.

პირველადი ჯანდაცვის გენერალური მდივანი მედიასთან აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საბერძნეთში ახალი აკრძალვები შევიდა ძალაში, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ძალიან არის გაზრდილი და მხოლოდ ბოლო ათ დღეში 586.000 აცრა გაკეთდა.

 

onalem

ტესტ