fbpx
საბერძნეთი

ფოტო-შოკი: ქალი, რომელმაც პალეო ფალიროს სანაპიროზე იცურა

ფოტო ბელგიელმა ფოტოჟურნალისტმა მაქს გიზელინკმა სოციალურ ქსელში ატვირთა. აქ ჩანს, თუ რა რეალური შედეგი გამოიღო სარონიკის ყურეში ტანკერის ჩაძირვამ.

ფოტო გადაღებულია პალეო ფალიროში 20 სექტემბერს, მაშინ, როცა წყლის გასუფთავების ოპერაცია მიმდინარეობდა. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ძირითადად აკრიტიკებდნენ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეში იგდებდნენ და ნავთობიან წყალში ცურავდნენ.

ამასობაში, საბერძნეთის ხელისუფლება მაქსიმუმ აკეთებს, რათა სარონიკის ყურეში წყალი რაც შეიძლება სწრაფად გაიწმინდოს.

დამოუკიდებელი ბელგიელი ფოტოჟურნალისტი ათენში მუშაობს და თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მედია საშუალებებთან, როგორიცაა მაგალითად ფრანგული გაზეთი (Le Monde).

onalem

ტესტ