fbpx
კრიმინალი

“ნარკომანი ვარ და ფული მჭირდებოდა” – რას ამბობს 27 წლის ალბანელი, რომელმაც ძარცვისას მინიმარკეტის თანამშრომელი მოკლა

27 წლის ალბანელმა, რომელმაც თესალონიკში 44 წლის ბერძენი ძარცვისას მოკლა, დღეს ოფიციალური ჩვენება მისცა. მინიმარკეტის თანამშრომელი ალბანელის მიერ იარაღით თავის არეში მიყენებულმა დაზიანებებმა შეიწირა. 27 წლის მამაკაცს პირობითი პატიმრობა აქვს შეფარდებული, ვიდრე სასამართლო საბოლოო განაჩენს გამოიტანს.

ცნობილი გახდა დეტალი მისი ჩვენებიდან, რომლის მიხედვითაც, ალბანელი ახალგაზრდა ამბობს, რომ დანაშაული ჩაიდინა, რადგან ნარკომანია და თანხა ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.

რაც შეეხება მის 35 წლის თანამზრახველს, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა, აცხადებს, რომ არ იცოდა მომხდარის შესახებ და ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ კონკრეტულ მაღაზიაში ალბანელი ძარცვის მიზნით მივიდა და შემდეგ ყველაფერი ფატალურად დასრულდა.

onalem

ტესტ