fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

თესალონიკი: მამაკაცი, რომელიც ბანკში შეიჭრა და ხალხს ემუქრებოდა, საპირფარეშოში ჩაიკეტა

თესალონიკში მდებარე ერთ-ერთი ბანკის ფილიალში უცნობი მამაკაცი შეიჭრა. მისი ქცევა კონტროლს არ ექვემდებარებოდა, აშინებდა თანამშრომლებს და ოფისში მატერიალური ზარალი გამოიწვია.

ამ ყველაფრის შემდეგ ის ბანკის საპირფარეშოში ჩაიკეტა, რის გამოც საჭირო გახდა სახანძრო ბრიგადების გამოძახება.
ისინი სწრაფად გაემართნენ ბანკის ფილიალისკენ და უცნობი პირი გამოიყვანეს.

პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს. ათენის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ მას რომელიმე ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსებენ.

onalem

ტესტ