fbpx
საზოგადოება

ერთად დაიბადნენ და ერთად დაიღუპნენ – მატის ხანძარში გარდაცვლილი ტყუპების სახელზე პარკი გაშენდება

ეს გასული წლის ტრაგედიიდან ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ისტორიაა. 9 წლის დები, ვასილიკი და სოფია, ხანძრის დროს რაფინადან გაუჩინარდნენ და მოგვიანებით ისინი ბებია-ბაბუის ხელებში გარდაცვლილები იპოვეს. პატარა ტყუპები ვერ გაექცნენ მომაკვდინებელ ხანძარს, თუმცა, მოხუცები მათზე იყვნენ გადაფარებულები, ვიდრე შეეძლოთ მათსა და ცეცხლს შორის ჩამდგარიყვნენ.

ეს იყო მათი ბედი… დაიბადნენ ერთად და დაიღუპნენ ერთად. გოგონები, საოცარი თვალებით, არათუ საბერძნეთის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდნენ და მათმა ამბავმა, მართლაც რომ, პლანეტა შეძრა.

მას შემდეგ 365 დღე, 8,760 საათი გავიდა და ოჯახს ისინი ყოველ წამს ერთნაირად ენატრება, როგორც სხვა 100 ადამიანი, რომელიც მატის ხანძარს ემსხვერპლა.

სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ გოგონების ხსოვნა სამუდამოდ შემორჩეს, კულტურულმა ასოციაციამ შექმნა ფონდი, სადაც მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ, რათა აშენდეს პარკი, რომელსაც სოფიას და ვასილიკის პარკი დაერქმევა.

 

onalem

ტესტ