fbpx
საზოგადოება

ყურადღება! ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტი საბერძნეთის სუპერმარკეტებში

საბერძნეთის სურსათის კონტროლის სააგენტო (ΕΦΕΤ) ავრცელებს ინფორმაციას პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც აქტიურად იყიდება საბერძნეთის სუპერმარკეტებში და დადგინდა, რომ შეიცავს სალმონელას ბაქტერიებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

კერძოდ, ეს არის ქათმის კატლეტები, ΠΕΔΙΝΕΣ ΦΑΡΜΕΣ ΜΠΙΦΤΕΚΙA ΚΟΤΟΠΟΥΛΟ, ვადებით 13/02/20 – 13/02/21. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი საკვებად უვარგისია.

ΕΦΕΤ ითხოვს დაუყოვნებლივ ამოიღონ პროდუქტი გაყიდვიდან, მოსახლეობას კი მოუწოდებს, რომ თუკი შეძენილი აქვთ აღნიშნული პროდუქტი, ნუ გამოიყენებენ მას.

onalem

ტესტ