fbpx
კრიმინალისაზოგადოება

44 წლის მამაკაცმა მეგობარს გაუმხილა, რომ საკუთარ 14 წლის მოსწავლეზე იყო შეყვარებული – სკანდალური საქმის დეტალები

ეს არის საქმე, რომელმაც საზოგადოება და კონკრეტულად ილიუპოლის მაცხოვრებლები შეძრა. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სკოლაში მსგავსი რამ ხდებოდა და ეს ყველაფერი ამდენ ხანს გრძელდებოდა.

როგორც უკვე ცნობილია, 44 წლის მასწავლებელს საკუთარ 14 წლის მოსწავლესთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა და რაც ყველაზე უარესია, სირცხვილის გარეშე, მან მეგობარს გაუმხილა, რომ ძალიან იყო ბავშვზე შეყვარებული.

ისინი გოგონას დედამ დაინახა და მას შემდეგ შეატყობინა პოლიციას. მოზარდის ტელეფონში იპოვეს მათი საერთო ფოტოებიც. ირკვევა, რომ გოგონა ბერძენი არ არის, თუმცა, მისი ეროვნება უცნობია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცის მსგავსი ქმედებების შესახებ სკოლაში ხმები დადიოდა, მაგრამ ყველა დუმდა და ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა. საბოლოოდ, მაღალი კლასის მოსწავლეებმა მის შესახებ საჩივრები შეიტანეს სკოლის დირექციაში. ამბობდნენ, რომ ის არაადეკვატურად იქცეოდა, ხუმრობდა და საკუთარი ვულგარულობით აწუხებდა მოსწავლეებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ის წარსულში სხვა არასრულწლოვნებთანაც ცდილობდა ურთიერთობის დამყარებას, თავად 14 წლის გოგონასთან კი დაახლოებით 1 წლის მანძილზე იყო და მასთან ერთად ისე სეირნობდა, როგორც წყვილი.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის დაკავებული დაქორწინებულია და ორი შვილის მამაა.

 

 

 

onalem

ტესტ