fbpx
კრიმინალი

ათენის ცენტრში საბერძნეთის პოლიციამ სიგარეტის გამსაღებელი მთავარი კრიმინალი დააკავა

საბერძნეთის პოლიციამ 37 წლის ბერძენი მამაკაცი სიგარეტით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დააკავა. ის იყო ერთგვარი დაჯგუფების მეთაური, რომელსაც ჰქონდა საწყობი, სადაც დიდი რაოდენობით სიგარეტი ჰქონდა მოთავსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მისი თანამზრახველები იყვნენ უცხოელები, რომლებიც სიგარეტს ათენის ეკონომიკურ უნივერსიტეტში ყიდდნენ. ასე ვთქვათ, მის საქმეს ასრულებდნენ, თავად 37 წლის დაკავებული კი სიგარეტის მომარაგებას უზრუნველყოფდა.

საწყობიდან ამოიღეს დაახლოებით 16.000 კოლოფი სიგარეტი. თამბაქოს კიდევ 2.000 შეკვრა და ასევე აღმოაჩინეს მანქანა, რომლითაც საქონელი გადაჰქონდათ.

 

 

onalem

ტესტ