fbpx
კრიმინალი

4 წლის ბიჭის სექსუალური შევიწროვებისთვის ბრალდებულს კომპიუტერში შოკისმომგვრელი მასალები აღმოუჩინეს

28 წლის მამაკაცს, რომელიც აგრინიოში 4 წლის ბიჭის სექსუალური შევიწროვების ბრალდებით დააკავეს, იოანინას სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. საუბარია 29 წლის დიმიტრის კრავარიტიზე, რომელიც მის წინააღმდეგ საჩივრის შესვლის შემდეგაც კი, დიდი ხნის მანძილზე დადიოდა თავისუფალი, მაგრამ ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მამაკაცს გარდა ამისა, აქვს სხვა ბრალდებაც, მას კომპიუტერში აღმოუჩინეს ბავშვების პორნოგრაფიული მასალა, არასრულწლოვნებზე ძალადობის ამსახველი ფოტომასალა. საუბარია ძირითადად 10 წლამდე ბიჭებზე, ფოტოების შინაარსი კი, როგორც გამოძიება იუწყება, შოკისმომგვრელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მამაკაცის დაკავება და მის სახლში ჩხრეკა საკმაოდ გაჭიანურდა, რის გამოც, 4 წლის ბავშვის მშობლები თვლიან, რომ ამ ყველაფერმა გამოძიებას ხელი შეუშალა, რადგან მამაკაცს ჰქონდა დიდი დრო და საშუალება იმისთვის, რომ სხვა მასალები წაეშალა.

როგორც ცნობილია, მისი დანაშაულების შესახებ იცოდა მისმა დედამაც, რომელიც 4 წლის ბიჭის დედა იყო და შვილს ხელს აფარებდა.

 

onalem

ტესტ