fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

სანტორინზე ემიგრანტების დაჯგუფება დააკავეს, რომელიც საფულეებს იპარავდა – მათი ლიდერი 39 წლის ქალი იყო

გავრცელებული ინფორმაციით, სანტორინზე საბერძნეთის პოლიციამ ემიგრანტების დაჯგუფება დააკავა, რომელსაც 39 წლის ქალი ხელმძღვანელობდა.

როგორც ირკვევა, ისინი პოპულარულ კუნძულზე სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ძარცვავდნენ როგორც ადგილობრივებს, ასევე ტურისტებს. დაჯგუფება შედგება 4 ადამიანისგან, რომელთაგან ორი ქალია, ორი კი, მამაკაცი, მათი ასაკი 19-დან 44 წლამდეა და როგორც ცნობილი გახდა, ბულგარელები არიან.

მათი სამიზნე ძირითადად საფულეები იყო, რომლებშიც თანხას და საბანკო ბარათებს პოულობდნენ.

დაკავებისას პოლიციამ მათ 650 ევრო აღმოუჩინა და ნაქსოს განყოფილებაში გადაიყვანეს. გამოძიება მომხდარზე გრძელდება, ვინაიდან პოლიცია ფიქრობს, რომ მათი “ნადავლი” გაცილებით დიდია და დაჯგუფებას შეიძლება სხვა წევრებიც ჰყავდეს.

 

 

onalem

ტესტ