fbpx
კრიმინალი

კიდევ ერთი შეიარაღებული ძარცვა – Τράπεζα Πειραιώς

აპრილს საკარნავალო ნიღაბში გამოწყობილი ოთხი მძარცველი პირეოსის ბანკში შუადღის 14:20 წუთზე, სამუშაო დღის ბოლოს შეიჭრა, როდესაც ბოლო კლიენტებს საკუთარი ფინანსური ოპერაციები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დასრულებული. მათ მძევლად აიყვანეს თანამშრობლები და კლიენტები და იარაღით იმუქრებოდნენ. მძარცველებმა მრავალჯერ განმარტეს, რომ მათ უნდოდათ ბანკის და არა კლიენტთა ფული და რომ მომხმარებლები შემთხვევით აღმოჩნდნენ ასეთ სიტუაციაში.

მოგვიანებით მძევლებმა და მოწმეებმა განაცხადეს, რომ დამნაშავეები აქცენტით საუბრობდნენ და ისინი, სავარაუდოდ, მეზობელი ალბანეთიდან იყვნენ. ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია მხოლოდ ვარაუდად ითვლება და დამნაშავე პირების ვინაობის შესახებ ოფიციალური სახის ინფორმაცია არ ვრცელდება, გარდა იმისა, რომ ეს, სავარაუდოდ, იგივე ბანკის მძარცველები არიან, რომელიც კიფისიის გამზირზე გასული  წლის აგვისტოში დააყაჩაღეს.

onalem

ტესტ