fbpx
საბერძნეთი

სინდაღმა ბრძოლის ველს ჰგავდა, ქალბატონი კი, ისე მისეირნობდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო

დღეს საპროტესტო აქციების ფონზე ათენის ცენტრში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა და სინდაღმა რამდენიმე საათის მანძილზე ბრძოლის ველს ჰგავდა. ისროდნენ მოლოტოვის ბომბებს, ყველგან ცეცხლი ეკიდა, ამტვრევდნენ მაღაზიების ვიტრინებს, ხოლო პოლიციამ, თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სინდაღმის ცენტრში გამოჩნდა ქალბატონი, რომელიც ისე მისეირნობდა, თითქოს არაფერი მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ მის გარშემო ცეცხლის კერები იყო, პოლიცია კი, დემონსტრანტების აგრესიის მოგერიებას ცდილობდა.

ერმუს ქუჩაზე ძალიან ბევრ მაღაზიას მიადგა მატერიალური ზიანი.

 

onalem

ტესტ