fbpx
საბერძნეთი

“მიცოტაკის მთავრობის ხელში მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან, ხოლო ღარიბები უფრო ღარიბდებიან” – ალექსის ციპრა დღევანდელ აქციაზე

ალექსის ციპრა დღეს ათენის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა, სადაც ხალხს გაესაუბრა და როგორც კადრებიდან ჩანს, ისინიც დიდი სიხარულით შეხვდნენ ყოფილ პრემიერსა და ოპოზიციის ლიდერს.

ციპრა სტადიუს ქუჩაზე მივიდა, სადაც მისი პარტიის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ და როგორც კადრებიდან ჩანს, ხალხი ერთმანეთის მონაცვლეობით იღებდა მასთან ფოტოებს.

ციპრამ ხაზი გაუსვა, რომ დღეს ბერძენმა ხალხმა ხმა აიმაღლა სიძვირისა და ქვეყანაში არსებული უიმედობის გასაპროტესტებლად და მკაცრი პოზიცია დააფიქსირა ამ ყველაფრის წინააღმდეგ და ისიც დასძინა, რომ მიცოტაკის მმართველობის ქვეშ მდიდრები უფრო მდიდრები ხდებიან, ხოლო ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან.

onalem

ტესტ