fbpx
საბერძნეთი

რა ღირს ერთი ღამე სანტორინისა და მიკონოსის სასტუმროებში – ყველაზე მაღალი ფასები მთელ ხმელთაშუა ზღვაში

უკიდურესად მაღალი ფასები და მაინც, ძალიან დიდი მოთხოვნა – ეს სანტორინი და მიკონოსია. საბერძნეთის ტურიზმის კონფედერაცია აქვეყნებს მონაცემებს, რომლის მიხედვითაც კიკლადესის ამ ორ კოსმოპოლიტურ კუნძულზე მთელი ხმელთაშუა ზღვის სხვა დანარჩენ კუნძულებთან შედარებით ყველაზე მაღალი ფასებია. თუმცა, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ტურისტული სეზონი ჯერ ახლახანს დაიწყო.

გასული წლის ივლისში მიკონოსზე ორსაწოლიანი ოთახის ღირებულება ერთი ღამით 705 ევრო იყო, ხოლო სანტორინზე 589 ევრო.

ისეთი კუნძულებიც კი, როგორებიცაა იბიცა ესპანეთში, ხოლო სარდინია იტალიაში, ფასების სიდიდით საბერძნეთთან ახლოსაც კი ვერ მოდის.

კიკლადესის სხვა კუნძულებზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ნომრის საშუალო ფასი 258 ევროა, ხოლო იონიის კუნძულებზე 167 ევრო. რაც შეეხება დოდეკანესის კუნძულებს, აქ ერთი ღამის გატარება 124 ევროდ არის შესაძლებელი.

ესპანეთში ეს მაჩვენებელი 123 ევროს უდრის, ხოლო იტალიაში 114-ს.

ფასები დაეცა სპორადესის კუნძულებზე (გარდა 4 ვარსკვლავიანი სასტუმროებისა): სკიათოსი, სკიროსი, სკოპელოსი, ალონისოსი.

 

onalem

ტესტ