fbpx
კატეგორიის გარეშე

საბერძნეთი გერმანიისგან რეპარაციას ითხოვს – საუბარია 376 მლრდ ევროზე

საბერძნეთი გერმანიისგან რეპარაციას (რეპარაცია – ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად) ითხოვს.

გერმანულენოვანი მედიის ინფორმაციით, წერილობითი სახის შესაბამისი მიმართვა გერმანიაში საბერძნეთის ელჩმა ოფიციალურ ბერლინს უკვე გაუგზავნა.

საუბარია 376 მილიარდ ევროზე, რომელიც საბერძნეთის მთავრობის აზრით, გერმანიამ პირველი და მეორე მსოფლიოს ომის პერიოდში საბერძნეთისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად უნდა გადაიხადოს.

საბერძნეთის პარლამენტმა აპრილის შუა რიცხვებში სპეციალური რეზოლუციაც შეიმუშავა და დაამტკიცა.

დოკუმენტით დეპუტატები ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრას ავალდებულებენ, ყველა დიპლომატიური და იურიდიული საშუალებით მიაღწიოს მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ოფიციალური ბერლინის პოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია.

ავტორი: მიშა ხაჩიძე bm.ge-ისთვის