fbpx
საბერძნეთი

რა იცვლება ამ შაბათ-კვირიდან: აკრძალვები და წესები SMS კოდებთან დაკავშირებით

როგორც უკვე ცნობილია, შაბათ-კვირას მძიმე ეპიდმდგომარეობის მქონე ზონებში გადაადგილება საღამოს 19:00 საათიდან იკრძალება, ნაცვლად 18:00 საათისა. აღნიშნული ცვლილება ძალაში სწორედ ხვალიდან შედის და ეყრდნობა ექსპერტების მიერ გაცემულ რეკომენცადიებს.

ნაწილი მიიჩნევდა, რომ 18:00 საათზე აკრძალვამ უარესი შედეგები მოიტანა, ვინადაინ ხალხი გროვდებოდა პარკებსა და სკვერებში 18:00 საათამდე, სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა დროის 1 საათით გახანგრძლივება.

ხვალიდან არ არის დასაშვები მუნიციპალიტეტებს შორის მანქანით გადაადგილება და პარალელურად კოდი 6-ის გაგზავნა, კოდი 6-ის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც გადაადგილდება ფეხით ან ველოსიპედით, ანუ ვარჯიშის მიზნით.

კოდი 4-ით გადაადგილებისას პოლიციის ოფიცრები მოქალაქეებს განმარტებებს მოსთხოვენ, თუ კონკრეტულად ვის დასახმარებლად მიდიან, რა ტერიტორიაზე და რა სახის დახმარება უნდა აღმოუჩინონ ამა თუ იმ პირს.

ასევე, კოდი 2-ით გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ საცხოვრებელი მისამართიდან 2 კმ-ის მოშორებით მდებარე სუპერმარკეტებში, საცხობებში, სურსათის მაღაზიებსა და აფთიაქებში.

 

onalem

ტესტ