fbpx
საბერძნეთი

“ჩვენ მზად ვართ, რომ საბერძნეთში ისევ ყველაფერი დავკეტოთ” – მთავრობის და ექსპერტების შიში მუტაცირებულ შტამთან დაკავშირებით

კორონავირუსის მუტაცირებულმა შტამებმა პანდემიას ახალი ელემენტები შემატეს და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მისი მართვა უკვე ბევრად გაართულეს. საბერძნეთში ამ დრომდე მხოლოდ 26 ასეთი შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა, ექსპერტები და მთავრობა მზადყოფნას და შიშს გამოთქვემენ იმასთან დაკავშრებით, რომ ამან შესაძლოა მესამე ტალღა გამოიწვიოს.

“ჩვენ მზად ვართ, რომ ისევ ყველაფერი დავკეტოთ იმ შემთხვევაში, თუკი მუტაცირებული შტამი პრობლემებს გამოიწვევს. თუკი საშიშროება შეიქმნება, ქვეყანა ისევ დაიხურება. ასე მოიქცევა ევროპა და ასე ირეაგირებს მთელი მსოფლიო.

თუკი ზომებს მკაცრად დავიცავთ და ავაშენებთ ძლიერ კედელს, ახალი შტამი საბერძნეთში ვერ გავრცელდება. უნდა აღვნიშნო პირბადეებთან დაკავშირებით, რომ უხარისხო ქსოვილის პირბადე არ გვიცავს ამ შტამისგან, რადგან ის 70%-ით უფრო გადამდებია. აუცილებელია, რომ ვატაროთ ქირურგიული პირბადე ან ისეთი ქსოვილისგან შეკერილი, რომელიც ხარისხიანი და სქელია. თუკი პირბადე სველდება, აუცილებელია მისი მაშინვე გარეცხვა და გაშრობის შემდეგ დაუთოვება.

საბერძნეთში ახლა სტაბილური მდგომარეობაა, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ეპიდმდგომარეობა დამძიმდეს,” აცხადებს ცნობილი ინფექციონისტი, პანაიოტის გარგალიანოსი.

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთში ახლა ზომები ეტაპობრივად იხსნება და ქვეყანა ნამდვილად სტაბილურ მდგომარეობაშია, მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ისევ ყველაფერი დაიხუროს, თუკი ამის საჭიროება შეიქმნება.

onalem

ტესტ