fbpx
საზოგადოება

საბერძნეთში ჩამოსულმა ჩეხმა ტურისტმა სასტუმროში თავი ჩამოიხრჩო

სამწუხარო ამბის შესახებ Protothema.gr იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, კუნძულ ზაკინთოსზე ჩეხეთის მოქალაქე ჩამომხრჩვალი იპოვეს.

ირკვევა, რომ ჩეხი ქალი საბერძნეთში დასასვენებლად ჩამოვიდა და კუნძულ ზაკინთოსზე, კერძოდ, კერის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში იყო გაჩერებული.

ამ დროისთვის საქმეს თვითმკვლელობის მუხლით იძიებენ, თუმცა, გაუგებარია, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა, რომ ტურისტ ქალს შვებულების საბერძნეთში გატარებისას სიცოცხლე საკუთარი ნებით დაესრულებინა.

გამოძიება ინციდენტის ზუსტი გარემოებების დასადგენად გრძელდება.

onalem

ტესტ